უკრაინის კრიზისი

სეპარატისტები აცხადებენ, რომ იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდა

Viktor Yanukovych

სეპარატისტები, რომლებმაც უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქ ხარკოვის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს, აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდა.

როგორც საგენტო UNIAN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, პრორუსი აქტივისტები აცხადებენ, რომ იანუკოვიჩი ამჟამად დონეცკში იმყოფება. სეპარატისტების განცხადებით, მათი ამოცანა ადმინისტრაციული შენობების ერთი დღე–ღამის განმავლობაში შენარჩუნებაა. ისინი დამხმარე ძალას სხვა რეგიონებიდანაც ელოდებიან.

 

 

კომენტარები