უკრაინის კრიზისი

სეპარატისტებმა ხარკოვში ადმინისტრაციის შენობა აიღეს

Facebook/Владимир Чистилин

უკრაინის ქალაქ ხარკოვში სეპარატისტებმა სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. შენობის წინ მთელი დღის განმავლობაში პრორუსი აქტივისტები მიტინგს მართავდნენ, ადგილობრივი დროით 21 საათზე კი რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა შენობის გარშემო მდგარ სპეცრაზმელებს შეუტია. საინფორმაციო სააგენტოების ცნობთ, პოლიციას აქტივისტებისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწევია.

შენობაში შეჭრილმა დემონსტრანტებმა მეორე სართულის ფანჯრიდან რუსული დროშა გადმოკიდეს.

დღეს პრორუსმა სეპარატისტებმა სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა ასევე დონეცკში დაიკავეს და რეგიონის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი სიტუაციის გამო უკრაინის პრეზიდენტოს მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა ლიტვაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, არეულობის დამკვეთები ვლადიმირ პუტინი და ვიქტორ იანუკოვიჩი არიან. მისი თქმით, ხელსუფლება სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნებას „სისხლისღვრის გარეშე" აპირებს.

კომენტარები