საგარეო პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ვაიმარის განცხადება რუსეთმა აღიქვა როგორც ვეტოს უფლება

GRASS-ის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ, "ტაბულას" ეთერში, გადაცემაში "თეორემა" ისაუბა ვაიმარის სამკუთხედის განცხადებაზე. მისი თქმით, განცხადება რუსეთის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც ვეტოს უფლება. კაპანაძის აზრით, ვაიმარის ქვეყნები არ თვლიან, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა შეუთანხმონ რუსეთს და საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთს უნდა ვესაუბროთ, იმისათვის რომ რუსეთმა გაიგოს რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ამოცანა.  

"ამ განცხადებას აქვს ორი განზომილება, რომელიც უნდა გავაანალიზოთ, პირველი არის, კონკრეტულად შინაარსი რა იყო მასში და რა შთაბეჭდილება დატოვა ამან და შესაბამისად რა რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან. შინაარსობრივად,  ის მიზანი, რომელსაც ეს განცხადება ემსახურებოდა, სავარაუდოდ არ იყოს რუსეთისთვის ვეტოს მიცემა, ანუ მიზანი ამ განცხადების იყო რუსეთისთვის იმის თქმა, განსაკუთრებით, როდესაც უკრაინაში ჯერ კიდევ დაძაბული არის ურთიერთობა, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიძლება კიდევ შეიჭრას რუსეთი,  და მნიშვნელოვანია დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად რუსეთის შეჩერება, გზავნილის გაგზავნა, რომ ჩვენ მზადა ვართ თქვენთან ვისაუბროთ იმ საკითხებზე რომლებიც თქვენ,  რუსეთს აღელვებს. ეს სამწუხაროდ აღქმული იყოს რუსეთის მხრიდან აღქმული, როგორც ვეტოს უფლება... ამ განცხადებამ რა შთაბეჭდილება შეუქმნა რუსეთს ეს იყო მართლაც შემაშფოთებელი... შთაბეჭდილება დატოვა,რომ ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებადი, აქ მთავარი რამ დაავიწყდათ, ეს მოლაპარაკების თემა კი არ არის ეს ჩვენმა ხალხმა გადაწვიტა, რომ ჩვენ გვსურს ევროინტეგრაცია", -  განაცხადა კაპანაძემ. 

კომენტარები