საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძის განცხადებით დიდ ბრიტანეთში ელჩად ზურაბ ქარუმიძეს განიხილავენ

radiotavisupleba.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეტში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება.

"ჩვენ ბატონი ზურაბის კანდიდატურას, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ, განვიხილავთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მისი არანაირი წარდგინება არსად გადაგზავნილი არ არის", - განაცხადა მინისტრმა. 

მისივე თქმით ელჩის კანდიდატურას პარლამენტი აღარ განიხილავს და სწორედ ამიტომ აჟიოტაჟი არაჯანსაღია. ელჩის კანდიდატურა ეგზავნება საქართველოს მთავრობას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. 

"სხვათა შორის ელჩის კანდიდატურები პარლამენტს აღარ ეგზავნება. ელჩის კანდიდატურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეგზავნება საქართველოს მთავრობას, გადის მთავრობაზე და მის დანიშვნას შემდეგ ხელს აწერს პრეზიდენტი. ეს კი ამ შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი არაჯანსაღია", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა. ჯაჭვლიანი ქარუმიძის ელჩად დანიშვნა აპროტესტებს, რასაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთება მოჰყვა, ვინაიდან ჯაჭვლიანი მწერლის მარგინალიზაციას ახდენს. 

 

კომენტარები