უკრაინის კრიზისი

ჟირინოვსკიმ პოლონეთს უკრაინის გაყოფა შესთავაზა

rus.ozodi.org

პოლონეთის საგარეო უწყებამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერ ვლადიმირ ჟირინოვსკისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც რუსი დეპუტატი პოლონეთს რუსეთთან ერთად უკრაინის გაყოფას სთავაზობს.

როგორც პოლონური მედია ტელეარხ TVP -ზე დაყრდნობით იუწყება, სახელმწიფო სათათბიროდან მოსულ ოფიციალურ წერილში ვარშავას სთავაზობენ უკრაინის დასავლეთ ოლქებში „რეფერენდუმის ინიცირება მოახდინოს" პოლონეთთან შეერთების შესახებ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარტინ ვოიცეხოვსკიმ ასეთი წერილის მიღების ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსულ წინადადებას სერიოზულად არავინ განიხილავს. მისი თქთ, აღმაშფოთებელია, რომ რუსული ელიტის ნაწილი დღემდე მლოტოვ-რიბენტროპის პაქტის კატეგორიებთ აზროვნებს.

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ტომაშ ნალენჩმა კი მიღებულ წერილს „ავადმყოფი გონების ნაყოფი" უწოდა, რომელის გამოკვლევისვის ფსიქიატრს უდნა გაეგზავნოს.

კომენტარები