თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავასა და მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა გადაიდო.
სასამართლოს თბილისის ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვის შესახებ უნდა ემსჯელა.
პროკურატურამ დაცვის მხარის რამდენიმე შუამდგომლობის, კერძოდ კი, ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი საბანაძის დაკითხვის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა, რადგან, ბრალდების მხარის თქმით, ორივე მათგანი ძებნილია, ხოლო დოკუმენტი კანონდარღვევით არის შედგენილი.
დაცვის მხარემ კი, თავის მხრივ, ბრალდების რამდენიმე მტკიცებულების გაბათილება მოითხოვა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ შუამდგომლობების განხილვისთვის დრო სჭირდება.




