ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე იქნება

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძე დამტკიცდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.

”კოალიციური შტაბის ხელმძღვანელად დამტკიცდა კახა კალაძე. შტაბის ფორმირებაზე უკვე მომავალ პოლიტსაბჭოზე იქნება საუბარი, ცხადია, კოალიციურად. ასევე იყო საუბარი საარჩევნო კოდექსზე, რომელიც იქნა მიღებული პარლამენტის მიერ და აგრეთვე იმ საკითხებზე, რომელიც იქნება მომავალ სხდომაზე პარლამენტში განხილული”, - განაცხადა იმერლიშვილმა. 

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები