უკრაინის კრიზისი

ობამამ და ოლანდმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს

washingtonpost

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საფრანგეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ობამამ და ოლანდმა უკრაინის გარეშემო შექმნილი ვითარება განიხილეს. AFP-ს ცნობთ, ფრანსუა ოლანდმა ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ თუ რუსეთი კრიზისის დეესკალაციას არ მოახდენს, მის წინააღდეგ „ახალი ზომები" იქნება მიღებული. პრეზიდენტებმა ასევე უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებელთა გაგზავნის საკითხი განიხილეს.

მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ზომების პირველი რაუნდი შედეგს ვერ გამოიღებს, მას შემდეგი ეტაპი მოჰყვება. სანქციები, მისი თქმით, შესაძლოა რუსულ კერძო კომპანიებს და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებს შეეხოს.

შეგახსენებთ, აშშ-მა და კანადამ განაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე პასუხისმგებელ პირთა წინააღმდეგ პერსონალური სავიზო იდა ფინანსური სანქციები შემოიღეს. ევროკავშირის ლიდერებმა კი რუსეთთან ვიზის ლიბერალიზაციაზე და სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკეები შეაჩერეს და განაცხადეს, რომ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების საკითხს განიხილავენ, თუ რუსეთი კონფლიქტის დეესკალაციას არ მოახდენს და პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ დათანხმდება.

კომენტარები