ეკონომიკური სანქციები

რუსეთში დასავლური კომპანიების აქტივების კონფისკაციას აპირებენ

რუსეთის ფედერაციის საბჭო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ევროპული კომპანიების ქონებისა და ანგარიშების კონფისკაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტი იუწყება.

კანონპროექტის ავტორის, საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კლიშასის განცხადებით, დოკუმენტით უცხოური კომპანიების ქონების კონფისკაციის უფლებამოსილება პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს მიენიჭება „ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად".

მისი თქმით, ამჟამად ამ საკითზე იურისტები მუშაობენ. კლიშასი ამტკიცებს, რომ ამგვარი პრაქტიკა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ამის მაგალითად კვიპროსი მოიყვანა, სადაც 2012 წელს საბანკო ანაბრების ნაწილის ნაციონალიზაცია მოხდა.

რუსი სენატორის განცხადებთ, ეს ზომა დასავლურ სანქციებზე პასუხი იქნება, რადგან „ნებისმიერი სანქციები ორმხრივი უნდა იყოს".

კომენტარები