ეკონომიკური სანქციები

ლავროვი: სანქციები კონტრპროდუქტიული იქნება

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემოღება დაგმო და განაცხადა, რომ ისინი კონტრპროდუქტიული იქნება.

„რაც შეეხება სანქციებს, ფანტაზიებს შევეშვათ. ჩვენ ყოველთვის ცალმხრივი სანქციების წინააღმდეგი ვიყავით. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ, რომ ასეთი ქმედებები კონტრპროდუქტიული იქნება. ჩვენი პოზიცია მართალია და ჩვენ მას არ შევცვლით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ტუნისში ვიზიტისას. 

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ დასავლეთს მიერ სანქციების შემოღების შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.

კომენტარები