ეკონომიკური სანქციები

ევროპულმა საბჭომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2016 წლის 31 ივლისამდე გაუგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, უკრაინაში ჩადენილი ქმედებების გამო, 2014 წლის 31 ივლისს ერთი წლით დაუწესა. 2015 წლის 22 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთს სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გაუგრძელეს.

კომენტარები