ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

უგულავა: თვითმმართველობის არჩევნებზე აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, მის პარტიას, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების ამბიცია აქვს.

"ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ამის წინაპირობაა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს. ამავდროულად, ის განახლების მუხტი, რომელიც თითოეულ პარტიულ ორგანიზაციაში დღეს მიმდინარეობს" - თქვა უგულავამ.

ცნობისთვის, დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია თევდორაძე აირჩიეს. 700 დელეგატიდან 564–მა მხარი სწორედ თევდორაძეს დაუჭირა.

“ყველას დიდ მადლობას ვუხდი თანადგომისთვის და ყველანაირად ვეცდები მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა თქვენგანის იმედები გავამართლო" - თქვა თევდორაძემ.

ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა. ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ის გეგმები და სიახლეები გააცნეს, რომელზეც პარტია სამომავლოდ მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

 

კომენტარები