უკრაინა

იანუკოვიჩს უკვირს თუ რატომ არ მოქმედებს პუტინი ამ დრომდე

როსტოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ ამიტომ რუსეთს აქვს უფლება იმოქმედოს. 

"რუსეთი უკრაინისთვის სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და იქნება ისტორიულ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებში. იმ შეთანხმებებით, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს, რუსეთს გააჩნია უფლება იმოქმედოს", – განაცხადა მან.

ექსპრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთმა უნდა იმოქმედოს და ვალდებულიც არის იმოქმედოს. "ვიცი რა ვლადიმერ ვლადიმერის ძის ხასიათი, მიკვირს, რატომ არის ამ დრომდე თავშეკავებული და დუმს. აი, ეს არის საკითხავი", – აღნიშნა იანუკოვიჩმა. 

კომენტარები