უკრაინა

ყირიმის ახალი პრემიერი პრეზიდენტად იანუკოვიჩს აღიარებს

სერგეი აქსენოვი, რომელიც ყირიმის რადამ დღეს ავტონომიის პრემიერად დაამტკიცა, აცხადებს, რომ სახელმიფოს მეთაურად უკრაინის გადაყენებულ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აღიარებს და აპირებს მისი განკარგულებებს დაემორჩილოს.

იმავე შინაარსის განცხადება ყირიმის რადას სპიკერმა ვლადიმირ კონსტანტინოვმაც გააკეთა.

ყირიმის რადას სესია მას შემდეგ გაიმართა, რაც ავტონომიის პარლამენტის შენობა პრორუსულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ დაიკავა და შენობაზე რუსეთის დროშა აღმართა. სესიამ ასევე ყირიმის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება მიღო.

 

კომენტარები