ვანო მერაბიშვილის საქმე

სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს

Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ყოფილი პრემიერმინისტრი არ ესწრება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების წარდგენას დაასრულებს. პროკურორები დღეს წერილობით მტკიცებულებას გამოაქვეყნებენ, კერძოდ, 2011 წლის 26 მაისზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ დასკვნას. სახელმწიფო ბრალდება ვიდეომტკიცებულებებსაც წარმოადგენს. მომდევნო პროცესიდან დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.

ვანო მერაბიშვილს პროკურატურა საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

მოსამართლემ განაჩენი 26 მაისის საქმეზე თებერვლის ბოლოს უნდა გამოაცხადოს.

 

კომენტარები