ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: იმდენი საქმეა, მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება

ჩვენ, საზოგადოებას ძალიან მცდარი წარმოდგენა გვაქვს, რომ მინისტრობა და ადმინისტრაციული თანამდებობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები. თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციურ სახელმწიფოებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად უფრო დიდ როლს თამაშობენ, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკოსები. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ მარტო მთავრობა არ აკეთებს საქმეს - სხვადასხვა ვალდებულება ნაწილდება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელზე.

მე ვიქნები პოლიტიკურად აქტიური, ვიმუშავებ, რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკა, იგივე სამთავრობო პოლიტიკა და ა.შ. იმდენი საქმეა გასაკეთებელი, რომ მერწმუნეთ, ჩემთვის გასაკეთებელი საქმე ყოველთვის მოიძებნება

ყოფილმა პრემიერმა, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ღამის მთავარში თქვა, რომ როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, არ აქვს პრეტენზია პრემიერმინისტრობასა და მინისტრობაზე. მან აღნიშნა, რომ პრემიერობა არ მოეწონა და აღარ მოუნდება. ვანო მერაბიშვილის თქმით, მას შეუძლებლად მიაჩნია, ყოფილი პრემიერმინისტრი დაბრუნდეს რომელიმე მინისტრის პოსტს.

კომენტარები