სოჭის ოლიმპიადა

საგარეო უწყება: ისევ ვადასტურებთ, რომ სოჭში სამთავრობო დელეგაცია არ მიდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი არ გამორიცხავს, რომ პუტინი უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს სოჭში შეხვდეს. პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამთავრობო დელეგაცია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭში არ მიემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ RIA Novost-ის ცნობით, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, შედგეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ ეს გამორიცხული არ არის.

კომენტარები