სოჭის ოლიმპიადა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე და ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.

მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი სოჭში პირდაპირ კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება.

სოჭში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. საქართველოს ნაკრების მედროშე ნინო წიკლაური იქნება, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ხაბარელი უხელმძღვანელებს.

კომენტარები