სოჭის ოლიმპიადა

კალაძე სოჭის ოლიმპიადაზე: ოლიმპიადა უკრაინის ამბებთან კავშირში არ არის

Kakha Kaladze
Tabula

სოჭის ოლიმპიადა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში არ არის. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"ეს პოლიტიკური თემაა. პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ბოლო პერიოდში საქართველოში არა მხოლოდ სპორტი - მედიცინა, ხელოვნება ძალიან პოლიტიზირებული იყო და ეს ძალიან ცუდია. სპორტი უნდა იყოს ყველაფრისგან თავისუფალი", - აღნიშნა კალაძემ.

ვიცეპრემიერის თქმით, მას როგორც მოქალაქეს და სპორტსმენს მიაჩნია, რომ ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე აუცილებლად უნდა წავიდნენ. "მე წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მედალი ჩამოუტანონ ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები