ვატიკანი

პაპის მიერ გაშვებულ "მშვიდობის მტრედებს" თავს ყვავი და თოლია დაესხნენ

ფრინველების ბრძოლა პაპის ფანჯარასთან
media.philly.com

ორ თეთრ მტრედს, რომლებიც პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული ლოცვის Angelus Domini-ს დასრულების შემდეგ საკუთარი კაბინეტის ფანჯრიდან ბავშვებთან ერთად გაუშვა, თავს ყვავი და თოლია დაესხნენ.

მორწმუნეები და მსმენელები წმინდა პეტრეს მოედნიდან თვალს ადევნებდნენ „მშვიდობის მტრედების" ბრძოლას თავდამსხმელთა წინააღმდეგ. ერთ-ერთმა მტრედმა რამდენიმე ბუმბული დაკარგა და საბოლოოდ თოლიას დაეხსნა. თუმცა უცნობია მეორე მტრედის ბედი, რადგან ფრინველები თვალს მიეფარნენ.

პონტიფექსმა მტრედები მას შემდეგ გაუშვა, რაც ქადაგების დასასრულს უკრაინელებს თანადგომა გამოუცხადა.

ამგვარი შემთხვევა ფრანცისკეს წინამორბედის, პაპი ბენედიქტეს დროსაც მოხდა, მაშინ კათოლიკე კომენტატორებმა პაპის ფანჯარასთან განვითარებული მოვლენა, მსოფლიოში მშვიდობის ბედს შეადარეს. მტრედი მაშინაც გადარჩა.

 

კომენტარები