ვატიკანი

ვატიკანმა კანადაში მცხოვრებ აბორიგენ ტომებს უძველესი კულტურული არტეფაქტები დაუბრუნა

ვატიკანმა კანადაში მცხოვრებ აბორიგენთა ტომებს უძველესი კულტურული არტეფაქტები დაუბრუნა. 

აბორიგენთა ლიდერები წმინდა ნივთებს მონრეალის აეროპორტში დახვდნენ თვითმფრინავს, რომლითაც 60-მდე კულტურული არტეფაქტი ჩაიტანეს კანადაში. ეს ნივთები საუკუნეების წინ სხვადასხვა ტომებისგან წაიღეს და აქამდე ვატიკანის მუზეუმში ინახებოდა. 

კანადაში მცხოვრები ტომების ლიდერი, სინდი ვუდჰაუს ნეპინაკმა მადლობა გადაუხადა ვატიკანს არტეფაქტების დაბრუნებისთვის და აღნიშნა, რომ ეს "მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია ქვეყანაში მცხოვრები ბევრი აბორიგენისთვის" 

კომენტარები