20 ოქტომბერს პაპი ლეო XIV და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს ვატიკანში შეხვდნენ.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, პაპთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინსა და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე ვატიკანისა და სომხეთის, როგორც ქრისტიანული ტრადიციების მქონე ქვეყნების კარგ ურთიერთობაზე გაკეთდა აქცენტი.
ამასთან, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის აუცილებლობა.





