შეტაკებები უკრაინაში

თბილისში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

თბილისში უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმაც მიიღეს.

უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია დღეს, 19:00-ზე, უკრაინის საელჩოსთანაც გაიმართება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივ არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით 73 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამინისტროს ცნობით, შეტაკებების შედეგად 254 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან 104 საავადმყოფოში იმყოფება. მათ სხვადასხვა ტიპის მოტეხილობები, დამწვრობები და უცნობი ნივთიერებებით მოწამვლა აღენიშნებათ.

ბერკუტსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები კიევის ცენტრში 19 იანვარს დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შეტაკებების შედეგად 5 პირის დაღუპვის შესახებ, რომლთა სიკვდილიც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია. თუმცა უკრაინის გენპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ორი პირის დაღუპვა დაადასტურა.

კომენტარები