ქართლში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





