შეტაკებები უკრაინაში

უკრაინის შსს-მ იანუკოვიჩზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა

Viktor Yanukovych

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის გადაყენებულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა დაწერა.

ავაკოვის თქმით, იანუკოვიჩს ბრალად ედება მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია. ბრალს სხვა მაღალჩინოსნებსაც წაუყენებენ.

2013 წლის ნოემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები კიევში რამდენიმე თვე გრძელდებოდა. 2014 წლის 18 თებერვალს დაწყებული არეულობის შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა. ევრომაიდნის მონაწილეთა უმრავლესობა სნაიპერთა ტყვიას ემსხვერპლა, ასევე დაიღუპნენ სამართალდამცავებიც. ინტერნეტით არაერთი ვიდეომასალა გავრცელდა, რომელზეც აღბეჭდილია, პოლიცია როგორ ესვრის ევრომაიდნის აქტივისტებს.

კომენტარები