გიგი უგულავას საქმე

ადვოკატი: შუამდგომლობას უფლებამოსილების შეჩერებაზე სხვა მოსამართლე განიხილავს

ტაბულა

გიგი უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობას უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით სხვა მოსამართლე განიხილავს.

გელხაური ამბობს, დღეს პროკურატურის აღნიშნული შუამდგომლობა, სასამართლოში ცალკე შუამდგომლობად შევიდა, ამიტომ მოსამართლე დალი მეტრეველს არ განუხილავს. ადვოკატისთვის უცნობია, როდის მოხდება აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა, თუმცა გიორგი გელხაური იმედოვნებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა არ მოხდება ზეპირი მოსმენით და მასში მონაწილეობას მიიღებს დაცვის მხარე.

ადვოკატის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობის განხილვის ვადა განსაზღვრული არ არის.

გიგი უგულავას სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა.

მთავარი პროკურატურა კი თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა.

კომენტარები