საავტომობილო გზები

ვითარება საავტომობილო გზებზე 17 დეკემბერს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 17 დეკემბრის დილის მონაცემებით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მლეთა-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე თავისუფალია. ვაზიანი-გომბორის გზის 1-28 კმ-ზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენ მონაკვეთზე კი - მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ23-კმ56 მონაკვეთში (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ36-კმ56 დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 10-106 კმ-ზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანების, ასევე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, 1-65 კმ-ზე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, 65-106 კმ-ზე კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში მოძრაობის რეჟიმები არ მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურამდე და ბაკურიანამდე მისასვლელი გზები თავისუფალია.

კომენტარები