საავტომობილო გზები

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"თოვლისა და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ60-კმ75 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები