საავტომობილო გზები

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სატრანსპორტო პროექტს 250 მლნ €-თი აფინანსებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მილიონი ევროთი დააფინანსებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ბათუმში "კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა"-ზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი შესაძლებლობას შექმნის შემცირდეს მგზავრობისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დრო.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ ევროპისგან. ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, გადადგმული უნდა იყოს იქითკენ, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ძირითადი ინფრასტრუქტურის დასრულება, რომელმაც უნდა გააძლიეროს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი. ასევე უნდა შემატოს ჩვენს ქვეყანას რეგიონებს შორის დამაკავშირებელი შესაძლებლობები და გააადვილოს ქვეყნით შიგნით გადაადგილება",-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გამოყოფილი თანხა საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.

კომენტარები