საავტომობილო გზები

ორი თვის განმავლობაში, ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შსს-ს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტიდან 2-თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ ს.კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ხოლო ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით, საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებს.

კომენტარები