ალექსანდრე ნინუას საქმე

ადვოკატი: ალექსანდრე ნინუას სურვილია, პროკურორის შუამდგომლობას დავეთანხმოთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას ადვოკატის განცხადებით, "დაკავების პროვოცირება თავად ნინუამ მოახდინა". როგორც მამუკა მდინარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში თქვა, დაცვის მხარე შესაძლოა, დაეთანხმოს პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. 

"პროკურატურა აპირებს პატიმრობის მოთხოვნას. სენსაცია გამოდის ის, რომ ჩვენ შეიძლება ამას დავეთანხმოთ. ეს თავად ბრალდებულის სურვილია. გეტყვით იმასაც, რომ მან თავად მოახდინა დაკავების პროვოცირება. მიზეზებს კი, სასამართლო პროცესზე განვმარტავთ", - აღნიშნა ადვოკატმა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე ერთი საათია, მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

კომენტარები