საპროტესტო აქციები კიევში

კრემლი უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე დათანხმებას უარყოფს

იანუკოვიჩი და პუტინი სოჭში
Михаил Маркив / РИА Новости

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სოჭში 6 დეკემბერს გამართული მოლაპარაკებებისას ვლადიმერ პუტინსა ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე არ უმსჯელიათ. ინფორმაციას ამის შესახებ Интерфакс  ავრცელებს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ორმხრივი კომისიის შექმნაზე, ასევე, ენერგეტიკისა და საკრედიტო-საფინანსო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების დათანახმების შესახებ ინფორმაცია The Economist-ის ჟურნალისტმა ედვარდ ლუკასმა twitter-ით გაავრცელა.

ჟურნალისტის თქმით, იანუკოვიჩმა და პუტინმა ამ შეთანხმებას სოჭში გაამრთული მოლაპარაკებებისას მიაღწიეს, რის სანაცვლოდაც კიევი 15 მილიარდამდე აშშ დოლარს მიიღებს, ასევე, რუსეთი უკრაინას გაუიაფებს ბუნებრივი აირის საფასურს.

კომენტარები