სოჭის ოლიმპიადა

ნადირაშვილი: ოლიმპიადასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება მართებულია

news.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრებასთან დაკავშირებით მართებულია.

"ჩვენ ვამბობდით, რომ სულ მცირე ძალიან უხერხული იქნებოდა, პუტინის გვერდით დამდგარიყო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია - იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20 პროცენტი და დღესაც მავთულხლართებს აბამს საქართველოში. ჩვენ ვთვლიდით, რომ დელეგაცია არ უნდა წასულიყო და სპორტსმენებს თვითონ გაეკეთებინათ არჩევანი - წავიდოდნენ თუ არა ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ მთავრობამ ნაციონალური მოძრაობის ეს პოზიცია გაიზიარა და ვთვლით, რომ გადაწყვეტილება მართებულია", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ღთ-სთან ინტერვიუში თქვა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრება. "მთავრობა სოჭში არ გაემგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები