სოჭის ოლიმპიადა

ღარიბაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან.

”ჩვენ დისკუსიები გვქონდა, მიიღებდა თუ არა საქართველო ოლიმპიადაში მონაწილეობას. ხელისუფლებამ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ. ხელისუფლებიდან დელეგაცია ოლიმპიადას არ დაესწრება. იქ მხოლოდ ჩვენი სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იქნებიან", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები