საოკუპაციო ხაზი

გატაცებული მალხაზ ვანიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

timer.ge

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლიდან, დიდი ხურვალეთიდან გატაცებული 24 წლის მალხაზ ვანიშვილი გაათავისუფლა. ვანიშვილი სოფელში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდა.

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მეორე დაკავებული - 28 წლის გოჩა მაყიშვილი, რომელიც დიაბეტით არის დაავადებული და მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხურვალეთში მცხოვრები 24 წლის მალხაზ ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყიშვილი ოკუპანტებმა 25 ნოემბერს აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების დაკავების მიზეზი კვლავ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაა. 

კომენტარები