ვილნიუსის სამიტი

გაბაშვილი: უმრავლესობამ ვერ გაბედა განცხადებაში რუსეთის ხსენება

geonews.ge

საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ გაბედა ეთქვა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება მეზობლის სვლა ევროპისკენ შეაფერხოს - განაცხადა უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილის განცხადებით უმრავლესობამ ნეიტრალურ და რბილ კონტექსტში რუსეთის ხსენება ვერ გაბედა და ეს მაშინ როდესაც უკრაინას სოლიდარობას ყველა უცხადებს, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული უკრაინის პოლიტიკური სპექტრით დასრულებული.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ განცხადებაში ერთი სიტყვით ყოფილიყო ნახსენები იმის შესახებ, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს გავლენის ექსკლუზიური სფეროები და შეაფერხოს მეზობლის სვლა ევროპისკენ. 

საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად დღევანდელ სესიაზე საკუთარი განცხადების პროექტი ოპოზიციამაც წარადგინა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებოდა. ამ პროექტს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.  

კომენტარები