ვილნიუსის სამიტი

მარგველაშვილი: მთავრობა რეფორმების გასატარებლად აქტიურად იმოქმედებს

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მთავრობა ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების გასატარებლად აქტიურად იმოქმედებს. მისი შეფასებით, ევროკავშირის ლიდერებისგან დიდი მხარდაჭერა იგრძნობა.

"იგრძნობა აღიარება იმისა, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ერი. გარდა იმისა, რომ ჩვენი კულტურა და ცხოვრების წესი ევროპულია, ჩვენ შევძელით და პოლიტიკურ სისტემაშიც ევროპული სტანდარტები დავაფუძნეთ, თუნდაც ბოლო არჩევნებით. არსებობს მზაობა იმისა, რომ მოსკოვამდე იყოს მიტანილი პოზიცია, რომ საქართველოს ევროპულობა რუსეთისთვის პრობლემა არ არის.არამედ პირიქით. უაღრესად პოზიტიური განცდით და დიდი იმედით მივდივარ ვილნიუსიდან", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები