ვილნიუსის სამიტი

მარგველაშვილი: სააკაშვილისთვის ოფიციალურად წაყენებული ბრალდებები არ არსებობს

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე Associated Press-ის კითხვას - არსებული ცნობებით, სააკაშვილი შემდეგ რამდენიმე თვეს საზღვარგარეთ გაატარებს, რადგან შიშობს, რომ ახალი მთავრობა დააპატიმრებს. როგორი იქნება თქვენი კომენტარი? - უპასუხა, რომ სააკაშვილის მიმართ ოფიციალურად წაყენებული ბრალდებები არ არსებობს.

„ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად წაყენებული ბრალდებები არ არსებობს. შესაბამისად, ის არის თავისუფალი ქვეყნის და თავისუფალი სამყაროს თავისუფალი მოქალაქე. მას შეუძლია იყოს იქ, სადაც სურს. ამ საკითხზე სხვა კომენტარი არ მაქვს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები