ვილნიუსის სამიტი

ხიდაშელი: ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რუსეთი პრობლემებს შეგვიქმნის

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

რუსეთი მცდელობას არ დააკლებს, რომ ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციას პრობლემები შეუქმნას - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის აზრით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე არსებული ერთი წელი მძიმე იქნება, რადგან რუსეთი პროვოკაციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

”მე ძალიან მაშფოთებს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე პერიოდი, რადგან რუსეთი მცდელობას არ დააკლებს, რომ პრობლემები შექმნას. მთავარია, ჩვენ არ ავყვეთ პროვოკაციას, გამძლეობა გვმართებს, რადგან გაცილებით დიდია მიზანი, რომლისკენაც მივდივართ, ვიდრე ის, რომ გაბრაზებულ გულზე რაღაც გავაკეთოთ" - აღნიშნა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, პარაფირების შემდეგ ერთი წლის ვადაში თუ ხელისუფლებამ ”საოცრება არ ჩაიდინა”, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერაც მოხდება.

დეპუტატი ვილნიუსში დღეს ქართული დელეგაცია რამდენიმე წევრთან ერთად ჩავიდა. თინა ხიდაშელი ხვალ დაგეგმილ საპარლამენტო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები