სანამ თქვენ ამ პოზაში იქნებით, ვერ დაინახავთ რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უფრო მეტი შემოსავლები გაუჩნდა ვიდრე ოდესმე ჰქონია, ეს თქვენი პრობლემაა, ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა პოზიციაში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძსს კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის ახალი პროგრამის ეკონომიკური ნაწილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ზოგადია, სადაც არც ერთი ციფრი არ არის ნახსენები.
"ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არ არის ეკონომიკური პრობლემები. ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის კანონის უზენაესობა. როდესაც ქვეყანაში არ იყო კანონის უზენაესობა, იქ ცხოვრობდი ჩაქეტილ წრეში და იტრიალებ მუდმივად მომავალში მთელი სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში. მუდმივად იქნები ჩაგვრის ობიექტი და მუდმივად მოგექცევა სახელმწიფო ისე, როგორც ექცეოდა ხალხს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





