საქართველოს მთავრობა

პრეზიდენტმა პრემიერის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აცნობა.

"ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს ახალი მთავრობის თითოეულ წევრს იმ დიდ ნდობას, რაც მათ ქვეყნის პარლამენტმა გამოუცხადა. ვუსურვებ ახალ აღმასრულებელ გუნდს წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში ახლადანიშნული პრემიერის მიმართ.

კომენტარები