თავდასხმა პარიზში

პარიზში Liberation-ის ოფისზე შეიარაღებული თავდახმის შედეგად ფოტოგრაფი დაიჭრა

თავდამსხმელი BFM TV-ის ოფისში
BBC

უკვე დაიწყო გამოძიება პარიზში გაზეთ Liberation-ზე შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. BBC-ის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე საათის წინ მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლი ასევე გახსნა ბანკ Societe Generale-ს სათავო ოფისთან.

სროლის შედეგად გაზეთ Liberation-ში 27 წლის ფოტოგრაფი დაიჭრა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილია იგივე პირი, რომელმაც პარასკევს ცეცხლი საინფორმაციო ტელეარხ BFMTV-ის ოფისში გახსნა. საფრანგეთის პოლიცია პარიზში არსებული ყველა ძირითადი მედიასაშაულების ოფისს გაძიერებულად იცავს. არსებული ინფორმაციით, გაზეთ Liberation-ზე თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილმა მოტოციკლისტი აიძულა ის ელისეს მინდვრებისკენ წაეყვანა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა, თუმცა, უსაფრთხოების კამერებმა მისი გარეგნობა უკვე დააფიქსირეს.

პოლიცია პარიზის მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. სამართალდამცავები შიშობდნენ, რომ შეირაღებული თავდამსხმელი ელისეს მინდვრებიდან ეიფელის კოშკისკენ გაემართებოდა, თუმცა, მისი კვალი დაიკარგა. 

BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოტოციკლისტს უთხრა, რომ ის ყუმბარებით იყო შეიარაღებული. ჯერეჯრობით უცნობია თავდამსხმელის მოტივი და ვინაობა.

კომენტარები