თბილისი 2015

თბილისში მძლეოსნობის ახალი სტადიონი აშენდება

https://www.facebook.com/ugulavagigi

თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტსა და სხვადასხვა ქვეყნების მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავარი თემა თბილისში 2014 წელს  მძლეოსნობაში გასამართი ევროპის გუნდური ჩემპიონატი და 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი იყო.

დღესვე, უცხოელ სტუმრებთან ერთად, ქალაქის მერმა დიღომში, მძლეოსნობის ახალის სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ღონისძიებას ესწრებოდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც, რომელმაც დაადასტურა რომ მძლეოსნობის სტადიონის გარდა, ტერიტორიაზე სავარაუდოდ საცურაო აუზიც აშენდება.

"თქვენ მძეოსნობის სტადიონს ნახევარ წელიწადში ააშენებთ, რაც თითქმის წარმოუდგენელია. ვულოცავ საქართველოს იმ პროგრესს, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში ხდება. ეს ის არის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება - დიდი სპორტსმენები, სპორტის პოპულარობა და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა. მიხარია, რომ საქართველო ამ მიმართლებით დიდ ნაბიჯებს დგამს," - განაცხადა ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კარელ პილნიმ.

კომენტარები