ჯანდაცვის მინისტრი

სერგეენკო "იდენტობისგან" განმარტებას ითხოვს

facebook.com/mohgovge

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ორგანიზაციისგან "იდენტობა" განმარტობას ითხოვს, თუ მისი კომენტარის რა ნაწილში დაინახეს მათ "სიძულვილის ენა" ან "შეურაცხყოფა". ამის შესახებ სერგეენკო ინტერპრესნიუსს ესაუბრა.

"მივესალმებით ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც იზრუნებს ბავშვებზე, თუმცა, როცა საკითხი შეეხება მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფრის ორგანიზებას, ასეთი სახის აქტივობა რეგულირდება როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობით, რომელშიც რთული არაფერი არ არის, მაგრამ არის საკითხები, რომელიც კოორდინირებული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ საკითხი არ ეხება ბავშვებს და ეხება ზოგადად უსახლკარო ადამიანებს, ჯანდაცვის სამინისტრო არაფერ შუაში არაა და ჩვენ უწყებასთან არანაირი კოორდინაცია არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტი. მადლობელი ვიქნები, თუ დამიზუსტებენ, რა ნახეს ჩემს გამონათქვამში შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენით ნათქვამი", - განაცხადა მინისტრმა. 

კომენტარები