მგონი საპარლამენტო ჟურნალისტები პოზიციის მიუხედავად დამეთანხმებით იმაში, რომ მიხეილ სარჯველაძე არის უპატიოსნესი, პროფესიონალი, მცოდნე ადამიანი, პიროვნულად კარგი ადამიანი, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო თანაგუნდელი, ერთგული, უღალატო და თუ რამე პოზიტიური შეიძლება ითქვას, ვერც ერთთან დაკავშირებით ვერავინ გამაკრიტიკებს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი ადამიანი პოზიტიურობის თვალსაზრისით. და რაც მთავარია, მან იცის თავისი საქმე კარგად. იმ სექტორის მართვა ჩაებარა, რომელთანაც მეტ-ნაკლებად შემხებლობა ჰქონია. ზოგ საკითხთან ძალიან ახლო, ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობდა. მას ჰქონდა დევნილების საკითხებზე, სოციალურ საკითხებზე, შრომის საკითხებზე ძალიან ბევრი სამუშაო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობდა, მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ძალიან გამოცდილი ადამიანია ამ ყველაფერთან ერთად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საუკეთესო მინისტრი იქნება, მისი, როგორც პიროვნული, ისე პროფესიული და პროფესიონალური საკითხებიდან, თვისებებიდან გამომდინარე.
tbl.ge/6q05
დაკოპირდა

ასე შეაფასა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა.
ამავე თემაზე
- "იქნება საუკეთესო მინისტრი" - პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა
- ტიკარაძე: როგორც მინისტრს, შემიძლია განვაცხადო – მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია
- ტიკარაძე: გადადგომის საჭიროებას ვერ ვხედავ, პანდემიას ვმართავ, დაგეგმილი მაქვს რეფორმები
- ჭიაბერაშვილი: ტიკარაძის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა უფრო შეარყია
- სერგეენკო: მძიმედ დაავადებული ბავშვების დასაფინანსებლად ფონდი შეიქმნება




