საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მიზანი, ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამის განეიტრალება იყო და მოვუწოდებ ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია.