ვილნიუსის სამიტი

ფანჯიკიძე: ვილნიუსის სამიტზე მარგველაშვილი ფრანგ და ლიტველ კოლეგებს შეხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ თქვა, ვილნიუსის სამიტი არის ძალიან კარგი საშუალება ორმხრივი შეხვედრებისთვის. მისივე ინფორმაციით, მარგველაშვილი ასევე შეხვდება ლიტვის პრეზიდენტს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მეთაურს.

"შეხვედრა დაგვიდასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონ ოლანდმა. ისიც მინდა გითხრათ, რომ თვითონ ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ყველა ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იქნება წარმოდგენილი. ზოგიერთი ქვეყნიდან პრეზიდენტი, ზოგიდან პრემიერმინისტრი. ჩვენ დადასტურებულ სიებს ალბათ ამ კვირის ბოლოს მივიღებთ. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია საჯარო გახდება და ამის შემდეგ შევძლებთ დაგეგმვას. მაგრამ მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი რომ იქ იქნება, ეს ფაქტია და მეორე - დადასტურებულია საფრანგეთის პრეზიდენტი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები