ცვლილებები მთავრობაში

ფანჯიკიძე ვილნიუსის სამიტის შემდეგ სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდება

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის თქმით, მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც მომავალ კვირაში დამტკიცდება, სტაბილური იქნება და ვილნიუსის სამიტის შემდეგ არ შეიცვლება.

"თუკი რაიმე ცვლილება იქნება, იქნება ახალი კაბინეტის წარდგენამდე და არა -  ვილნიუსის სამიტის შემდეგ", - ასე უპასუხა ფანჯიკიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, ვანო მაჭავარიანი დაიკავებს.

ვანო მაჭავარიანი ამჟამად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველია.    

შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს იმართება.

კომენტარები