ცვლილებები მთავრობაში

კანდელაკი: მონურ სისტემაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მინისტრი

მსმენია ამ შესაძლებლობის [თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის] შესახებ. საკუთრივ ქალების წარმომადგენლობის გაზრდას დადებითად ვაფასებ. სხვა საკითხავია, რამდენად შეძლებს ყველაზე დადებითი განზრახვების ადამიანიც კი... და სულაც არ ვარ თინა ხიდაშელს მხარდამჭერი და ვფიქრობ, რომ მან წვლილი შეიტანა პოლიტიკურ დევნაშიც, დემოკრატიის უკუსვლაშიც, მაგრამ ეს ასეც რომ არ იყოს, იმ მონურ სისტემაში, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, ცხადია, არანაირი აზრი არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი. ამას ჯობია, შედგეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც გაატარებს ანტიკრიზისულ ღონისძიებებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ, ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში.

კომენტარები