ცვლილებები მთავრობაში

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე: სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის თქმით, არანაირი სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არ არის.

"მინდა, საქართველოს ადმინისტრაციის სახელით წერტილი დავუსვა უკვე მერამდენედ გავრცელებულ ინფორმაციას. არავითარი სამთავრობო ცვლილებები, განსაკუთრებით მინისტრების დონეზე არ იგეგმება", - აღნიშნა კობახიძემ. მისივე განმარტებით, "უცნაურია დაინტერესებული პირების მხრიდან ამ ტიპის განცხადებების გაკეთება და ის, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული კამპანია".

კომენტარები